SlideShare uma empresa Scribd logo
1 de 16
ნოე ჟორდანიას
მსოფლმხედველობა
პორტრეტი ეპოქის ფონზე
პროექტი-გაკვეთილი
“ნოე ჟორდანიას მსოფლმხედველობა”
ტარდება მას შემდეგ, რაც მე-9 კლასის მოსწავლეები გაივლიან საგაკვეთილო მასალას “საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა”(თავი მე-13).
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე
•იკვლევს სასქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიას;
•აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე ;
•მსჯელობს პიროვნების როლზე ისტორიაში
განსავითარებელი უნარები:
•დროსა და სივრცეში ორიენტირება;
•ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
•პოზიციის შემუსავება, კრიტიკა და დაცვა;
•ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზე
•შემოქმედებითი უნარების განვითარება;
•კომუნიკაცია;
•თანამშრომლობა;
•კრიტიკული აზროვნების ;
•ანალიზის უნარის გამომუშავება
პროექტი-გაკვეთილი მზადდება სამი კვირის განმავლობაში. მას ექნება კონკურსის სახე.
დაიგეგმა მოსამზადებელი სამუშაოები: კლასი წინასწარ დაიყო ჯგუფური მუშაობისათვის 4 ჯგუფად. ჯგუფებს
მიეცათ დავალებად იმუშაონ საგაკვეთილო მასალაზე და მოიძიონ ინფორმაცია შემდეგ თემატიკაზე:
1) ნ.ჟორდანიას სამოღვაწეო ეპოქა; 2) ნ.ჟორდანიას ბიოგრაფია; 3) ნ.ჟორდანია მესამე დასისა და სოციალ-დემოკრატიული
პარტიის სათავეში; 4) ნ.ჟორდანიას დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობასთან და მის ლიდერ ი. ჭავჭავაძესთან; 5) ნ.ჟორდანიას
მენტალიტეტის ევოლუცია კოსმოპოლიტიზმიდან ეროვნულ მსოფლმხედველობამდე; 6) ნ.ჟორდანია საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში; 7) ნ.ჟორდანია ემიგრაციაში; 8) გაეცნონ ნ.ჟორდანიას პუბლიცისტურ წერილებს და
მის პოლემიკას ოპონენტებთან. მოსწავლეებს დაუსახელდათ გამოსაყენებელი ლიტერატურა.
ჯგუფებს საკონკურსოდ მიეცათ დავალება, შექმნან გაზეთები თემაზე: “საქართველი 1918-1921 წლებში”.
მათ დაევალათ, შეეფასებინათ ნ.ჟორდანიას ღვაწლი და დაეწერათ ესე: “21-ე საუკუნის ახალგაზრდის
წერილი ნ.ჟორდანიას”, სადაც გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ნ.ჟორდანიას მოღვაწეობისა და
მსოფლმხედველობის მიმართ .
კონკურსის ჩასატარებლად შეიქმნა ჟიური სკოლის ისტორიის პედაგოგებისა და კლასის ქართული ენის მასწავლებლის
შემადგენლობით .
“ნოე ჟორდანია საქართველოში საბჭოთაა
ხელისუფლების დამყარებამდე ყველაზე ძლიერი
პოლიტიკური მიმდინარეობის-სოციალ-დემოკრატიული
პარტიის ლიდერი იყო. მას მრავალი მიმდევარი და
პატივისმცემელი, ასევე მტერი და მოძულე ჰყავდა.
ნ. ჟორდანიას პოლიტიკურ ბიოგრაფიაში მაშინდელი
საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაა
ასახული : ბედუკუღმართი, წინაამდეგობებით სავსე, ნატანჯი.
თვითონაც არ იყო მთლიანი, ერთიანი. მისი ცხოვრება
საქართველოსათვის მისი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი
იდეების მორგების წარუმატებელი მცდელობა იყო. “
უშანგი სიდამონიძე
ნოე ჟორდანიას აჩრდილთა სამეფოში შესვლით დასრულდა ერთი
დიდი ეპოქა საქართველოს ცხოვრებისა, მაგრამ სახელი მისი საუკუნოდ დარჩება
ქართველი ერის მეხსიერებაში.
მიხეილ წერეთელი
ნოე ჟორდანია
ცნობილი ქართველი
პოლიტიკური და
საზოგადო მოღვაწე,
სოციალ-დემოკრატიული
(მენშევიკური) პარტიის
ლიდერი,საქართველოს
დემოკრატიული
რესპუბლიკის მთავრობის
მეთაური
ნოე ჟორდანია დაიბადა 1869 წლის 14 მარტს, ღარიბი გლეხის ოჯახში,გურიის სოფელ ლანჩხუთში.თბილისის სასულიერო
სემინარიის დამთავრების შემდეგ 1891წელს სასწავლებლად გაემგზავრა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. სწორედ აქ
გაეცნო ის მარქსიზმის იდეებს. პოლიტიკური მოღვაწეობა ნოე ჟორდანიამ დაიწყო მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. იყო
საქართველოში პირველი სოციალისტური პოლიტიკური ჯგუფის-”მესამე დასის”ერთ-ერთი დამაარსებელი, ჟურნალ ”სოციალ-
დემოკრატიის” დამფუძნებელი. შემდგომში თანამშრომლობდა ლეგალურ მენშევიკურ გაზეთებში: “ელვა”,ჩვენი სიტყვა“და სხვა.
პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით:კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე .... 1903 წელს რსდმპ II ყრილობაზე
ნ.ჟორდანია მიემხრო მენშევიკებს, რის შემდეგაც იგი გახდა საქართველოსა და კავკასიის მენშევიკების ლიდერი.1906 წელს ის
აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს წევრად წევრად,სადაც ჟორდანია სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას
ხელმძღვანელობდა.
ჟორდანია „კულტურულ-ეროვნული ავტონომიის“ შექმნის იდეას უჭერდა მხარს და მასში ხედავდა ეროვნული საკითხის
გადაჭრის გზას. არ ცნობდა ერთა თვითგამორკვევისა და ეროვნული სახელმწიფოს შექმნის უფლებას. სოციალ-დემოკრატთა
ლიდერი უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ამ მოძრაობის
მეთაურებისა და საქართველოს ისტორიული წარსულის მიმართ.
1917წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჟორდანია თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს
თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ პერიოდში იგი მკვეთრად უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს. ნ.ჟორდანიამ, უარყოფითად აფასებდა
რა ოქტომბრის რევოლუციას, დაიწყო ნაციონალიზმისაკენ გადახრა. 1917 წლის შემოდგომაზე,საქართველოს ეროვნულ
ყრილობაზე იგი არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ. ნ.ჟორდანია მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ფედერაციის
ჩამოყალიბებას, ხოლო1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ჟორდანია
ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს, გერმანიის
მფარველობით, მან საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1918 წ.24 ივლისიდან ნ.ჟორდანია გახდა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე . 1918-1921 წლებში იყო დემოკრატიული საქართველოს
მთავრობის მეთაური.მისი ხელმძღვანელობით გატარდა მრავალი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობისა
და საშინაო და საგარეო სუვერენიტეტის გასაძლიერებლად.
1921 წლის თებერვალ წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ , ჟორდანია და მისი
მთავრობის წევრები საფრანგეთში პოლიტკურ ემიგრაციაში წავიდნენ. თავდაპირველად ჟორდანია ცხოვრობდა პარიზში,
შემდეგ ლევილში, საიდანაც მონაწილეობდა საქართველოში 1924 წლის ამბოხების მომზადებაში. ჟორდანია წერდა წიგნებს,
სადაც აკრიტიკებდა საბჭოთ კავშირს, როგოც ”იმპერიალიზმს რევოლუციის ნიღაბქვეშ”. 1968 წელს გამოქვეყნდა მისი
მემუარული ნაშრომი ”ჩემი წარსული (მოგონებანი)”.
ნ.ჟორდანია გარდაიცვალა 1953 წლის 11 იანვარს,დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
საქართველოში 1892-1893 წლებში ჩამოყალიბებულ სოციალ-
დემოკრატიული მიმართულების ჯგუფს მესამე დასად
მოიხსენიებენ(როგორც ცნობილია, ტერმინები -”პირველი”, “მეორე” და
“მესამე დასი”დაამკვიდრა გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა
გიორგი წერეთელმა) . მესამე დასელები შემოკრებილნი იყვნენ გაზეთ
“კვალის” გარშემო, რომელიც მათ გ. წერეთელმა დაუთმო. თავდაპირველად
ისინი მეორე დასის იდეური მემკვიდრეობის გამგრძელებლებად
მოიაზრებოდნენ. მესამე დასი ევროპელი მარქსისტების გავლენას
განიცდიდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველ მარქსისტთა ლიდერად
ნოე ჟორდანია იქცა.
1903 წლიდან მესამე დასი რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ
მუშათა პარტიას შეერწყა და რუსული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის
ნაწილად იქცა. მოგვიანებით რუსეთის სოციალ-დემოკრატია ორ-
მენშევიკურ და ბოლშევიკურ მიმართულებებად გაიყო. მენშევიკური ფრთა
საკუთარ დასაყრდენ ძალად პროლეტარიატს მიიჩნევდა და სოციალიზმის
აშენებას ისახავდა მიზნად. იგი უპირისპირდებოდა რა
რუსეთის ხელისუფლებას, ბოლშევიკებისაგან განსხვავებით, ნაკლებად
რადიკალური მოთხოვნებით და ბრძოლის ზომიერი(ლეგალური)
მეთოდებით გამოირჩეოდა. ბოლშევიკთა მსგავსად , მენშევიკებიც ეროვნულ
იდეალებზე წინ სოციალურ საკითხებს აყენებდნენ, რითაც ქართულ
ეროვნულ- გამათვისუფლებელ მოძრაობას უპირისპირდებოდნენ და
ობიექტურად რუსეთის იმპერიის შენარჩუნებას უწყობდნენ ხელს. ქართველ
სოციალ-დემოკრატ მენშევიკთა პარტიული ლიდერი და იდეური
წინამძღოლი კვლავ ნოე ჟორდანია იყო.
კავკასიის მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი წერდა: “თავადაზნაურობა, სამღვდელოება და
ინტელიგენცია საქართველოში სეპარატისტულია. ერთადერთი საიმედო ძალა, რომელსაც შეიძლება
რუსეთის ხელისუფლება დაეყრდნოს, ქართველი სოციალ-დემოკრატები არიან. მართალია, საშიში
რევოლუციონერებია, მაგრამ სახელმწიფო ცენტრალიზმისა და რუსეთის მთლიანობის მომხრენი
არიან.”
ნოე ჟორდანია-მესამე დასისა და სოციალ-
დემოკრატიული პარტიის სათავეში
ნოე ჟორდანიას მრწამსი,
რომელიც მას სასულიერო სემინარიაში
სწავლის დროს ჩამოუყალიბდა :
“მეფე ისეთივე გამოგონილი
ავტორიტეტია, როგორც ღმერთი.
ეს ორთავე ერთ დონეზე დავაყენე,
ათეიზმი და რესპუბლიკანიზმი
ერთიმეორის ტყუპად დავსახე.”
ამონარიდი ნ.ჟორდანიას წერილიდან
“ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი”:
“არც ერთ ხალხს ისე ნაკლებად არ
აინტერესებს ნაციონალური კითხვა,
როგორადაც ქართველ ხალხს.
მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთს
შეუერთდა, ნაციონალური მოძრაობა
არაერთხელ ყოფილა,
მაგრამ ყოველთვის ეს იყო მოძრაობა ან
თავადაზნაურობის, ან ინტელიგენციის,
არასოდეს -ხალხის.”
ქართული სოციალ-დემოკრატია პა-
ტრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიდა,
საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა კი
ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად და
რეაქციონერობად მიაჩნდა.
“ქართველი მენშევიკებისათვის ქართველო-
ბასა და მართლმადიდებლობაზე დიდ ღირე
ბულებას რუსეთისა და მსოფლიო
სოციალის
ტური მოძრაობის ამოცანები და პარტიული
ინტერესები წარმოადგენდა.”
ს. მასხარაშვილი
ცნობილი სოციალ-დემოკრატი ირაკლი
წერეთელი ამბობდა:”აწმყო გველივით გვე-
ზიზღება, წარსული ჭირივით გვეჯავრება.
ჩვენ არ გვაკმაყოფილებს გაცვეთილი პა-
ტრიოტიზმი და სამშობლოსა და ქართული
ენის შესახებ ყვირილი,ჩვენი იდეალია საკა
ცობრიო იდეალი.”
კოსმოპოლიტიზმსა (“უარმყოფლობას”) და ეროვნულ მოძრაობას
შორის დაპირისპირება
ქართველი პატრიოტებისათვის მიუღებელი იყო ის ნიჰილიზმი, რასაც ნოე ჟორდანია და მისი
თანამოაზრე სოციალ-დემოკრატები იჩენდნენ ეროვნული საკითხის მიმართ. ნ. ჟორდანიას
ნაციონალიზმი მიაჩნდა ანტიხალხურ მოვლენად, თავადაზნაურთა იდეოლოგიად. სოციალ-დემოკრატებს თავი
მოჰქონდათ ინტერნაციონალისტებად და ახასიათებდათ აგდებული დამოკიდებულება ყოველივე
ტრადიციულისა და ეროვნულის მიმართ. ქადაგებდნენ რა კლასობრივ ბრძოლას, მათთვის მიუღებელი იყო ილია
ჭავჭავაძის მიერ შემოთავაზებული “საერთო ნიადაგის” თეორია.
აკაკი წერეთელი
მესამედასელებს “გუგულა
მამულიშვილებს “ეძახდა-
”ჩვენთან რომ კაკანებენ და
სხვასთან კვერცხს დებენ.”
“მესამე დასმა შეიტანა ხალხში
დამახინჯებული
კოსმოპოლიტიზმი ერთობის
სახელით,მოუკლა ეროვნული
გრძნობა, დაუხშო ენერგია,
დაუკეტა გზა
თვითცნობიერებისაკენ.”
ვაჟა-ფშაველა
აი , რას წერდა დიდი ილია ნ.ჟორდანიას
შესახებ: “ქვეყნის აშენებას გვიქადის ბ-ნი
ნოე ჟორდანია და მისნი ამხანაგნი. საბა
ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თითონ
მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის:
“მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ძირს
იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით
ბრძანდებოდეს ნოე ჟორდანია და მისი
კამპანია და როცა ამ გზით იმან ქვეყანა
ააშენოს, მე წილს ნუღარ დამდებენ, არ
დავემდურები”-ასე აკრიტიკებდა ილია
ნ.ჟორდანიასა და მის თანამოაზრეთა
უტოპიურ-სოციალისტურ და
კოსმოპოლიტურ ნააზრევს.
ნოე ჟორდანიამ ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან
ერთი თვის თავზე გაზეთში “ჩვენი გზა” გამოაქვეყნა წერილი,
სადაც რევოლუციის სახელით გაამართლა ილიას მკვლელობა და
ეს ტერორისტული აქტი შეაფასა, როგორც კლასობრივი ბრძოლის
ნიადაგზე ჩადენილ რევოლუციური კანონზომიერება:”სადაც ხე
იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივაო”-წერდა ჟორდანია.
ი.ჭავჭავაძესა და ჟორდანიას შორის დაპირისპირება იყო
ეროვნულ და კოსმოპოლიტურ იდეოლოგიებს შორის მიმდინარე
ბრძოლის გამოვლინება.
ნ. ჟორდანიამ რთული გზა განვლო იდეური ფერისცვალების გზაზე. მისი პოლიტიკური
პოზიციების ცვალებადობის გამო თანამედროვეები ხშირად სვამდნენ კითხვას: ვინ არის ჟორდანია-
პოლიტიკური რეალისტი თუ მედროვე?
თურმე თანამედროვეები ნ.ჟორდანიას “თუს” და “ვაი თუს” კაცს ეძახდნენ იმის გამო, რომ მას არ
ახასიათებდა რისკის გაწევა, რადიკალური მოქმედებები.იგი იყო ფრთხილი, მოქნილი პოლიტიკოსი.
ქართველი მენშევიკები გამოირჩეოდნენ ეროვნული საკითხის მიმართ მოქნილობით. მათმა მრწამსმა
ეროვნულ საკითხში განიცადა ევოლუცია კოსმოპოლიტიზმიდან ეროვნულ მსოფლმხედველობამდე.
თუ1905-07 წ.წ. რევოლუციის დროს მენშევიკები და მათი ლიდერი ნ. ჟორდანია კულტურული ავტონომიის
მოთხოვნით კმაყოფილდებოდნენ, პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან იწყება მათი
მსოფლმხედველობის მეტამორფოზა. უკვე 1917 წელს, რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ისინი
მივიდნენ საქართველოსა და კავკასიისათვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნამდე.
1918 წლის მაისიდან კი სოციალ-დემოკრატები და მათი იდეური წინამძღოლი-ნ.ჟორდანია ქართული
დამოუკიდებელი სახელმწიფოს მესაჭეებად მოგვევლინნენ.
პოლიტიკური რეალისტი თუ მედროვე პოლიტიკოსი?
ჯერ კიდევ 1907 წელს იწინასწარმეტყველა ცნობილმა
პედაგოგმა და ფილოლოგმა სილოვან ხუნდაძემ
კონიუნქტურულ საფუძველზე
მენშევიკთა პოლიტიკური მეტამორფოზის შესაძლებლობის
შესახებ: “იცოცხლეთ, მკითხველო და მალე დაინახავთ, რომ
სოციალ-დემოკრატები საქართველოს ავტონომიის
საფუძვლიანობას აღიარებენ, იმ ავტონომიისა, რომელიც მათ
დღეს ასე საშინლად ეჯავრებათ და მერე ტურებივით
აკივლდებიან:”ვინ დაგვწამა ცილი? ჩვენ ყოველთვის
საქართველოს ავტონომიის მომხრე ვიყავითო! დიახ, სოცია-
დემოკრატებს არც თქმისა რცხვენიათ და არც გადათქმისა!”
“როგორც იდეური ბელადი, ჟორდანია,
რასაკვირველია, წინ უსწრებს თავის
პარტიულ ლაშქარს, მაგრამ მისი პირადი
ევოლუცია არსებითად მთელი ქართული
სოციალ-დემოკრატიის ევოლუციაა”.
გერონტი ქიქოძე
1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომს და 1917 წელს რუსეთში მომხდარ ორ
რევოლუციას აღნიშნული იმპერიის დაშლა მოჰყვა შედეგად. საქართველოში , 1917 წლის
შემოდგომაზე შეიქმნა ეროვნული საბჭო ,რომლის ხელმძღვანელობაც ნ.ჟორდანიას დაეკისრა.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, ერთი თვის წინ შექმნილი
ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა, საღამოს კი ნოე ჟორდანიამ წაიკითხა
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი,
რომლის საფუძველზეც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელობა
“იშვა 26 მაისი. იშვა ერთიანი
ქართველი ხალხი”-ნ.ჟორდანია
საქართველოს ეროვნული საბჭო, დღეს აცხადებს:
1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა
მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი
დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა –
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი
ნეიტრალური სახელმწიფოა.
4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს
საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან
კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს,
განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და
ერებთან.
5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის
საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა
მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს,
განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური
მდგომარეობისა და სქესისა.
6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის
ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს
მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო,
რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა
წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა
პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
გაზეთი "ერთობა" წერდა:
"ზარბაზნების დგანდგარში
და ტყვიის ზუზუნში
მოუხდა დამფუძნებელ
კრების დაწყებული
საშვილიშვილო საქმის
დამთავრება... დღეს
საქართველოს აქვს თავის
კონსტიტუცია, თავის
პოლიტიკური სახე,
რომლითაც იგი თამამად და
ამაყად წარდგება მსოფლიოს
წინაშე".
დიდება ზეცით კურთხეულს!
დიდება ქვეყნად სამოთხეს!
ტურფა ივერსა,
დიდება ძმობას, ერთობას!
დიდება თავისუფლებას!
დიდება სამარადისო
ქართველ მხნე ერსა!
დიდება ჩვენსა სამშობლოს!
დიდება ჩვენი სიცოცხლის
მიზანს დიადსა!
"ვაშა!" ტრფობასა, სიყვარულს,
"ვაშა!" შვებასა, სიხარულს,
"სალამი!" ჭეშმარიტების,
შუქ - განთიადსა.
ჰიმნი “დიდება”
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
“კანონიერად შედგენილი მთავრობა ერის მთავრობაა - ეს ასეა ყოველგან. ჩვენში კი ეს
დიდი საქმე დაუკავშირეს პიროვნებას”.
ნ.ჟორდანია
1918-1921 წლებში ნ.ჟორდანიას ეკავა დემოკრატიული
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის პოსტი.მისი
ხელმძღვანელობით გატარდა მრავალი ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და საშინაო
და საგარეო სუვერენიტეტის გასაძლიერებლად:
განხორციელდა აგრარული რეფორმა, შემოღებულ იქნა 8
საათიანი სამუშაო დღე, შეიქმნა დემოკრატიული ტიპის
კონსტიტუცია, ჯარი,მიღებულ იქნა მთელი რიგი კანონები,
ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, არჩეულ
იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრება, ხდებოდა
სახელმწიფო ორგანოების ნაციონალიზაცია(გაეროვნულება) და
ა.შ. ნოე ჟორდანია ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და
სეპარატისტულ ტენდენციების გამოვლინებას საქართველოში.
მისი მცდელობით, დამყარდა დიპლომატიური
ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე,
საქართველომ მიაღწია საერთაშორისო-სამართლებრივ
აღიარებას.
“საქართველო გადაიქცა ირგვლივ
ანთებული კოცონის ზღვაში იმ მშვიდ
და აწყობილ კუნძულად, სადაც
პოულობენ უშიშროებას და
მყუდროებას ყველა დევნილები. ამ
ტრაგიკულს ხანაში ქართველმა
ხალხმა დიდებულად ჩააბარა
ისტორიული გამოცდა”.
ნ.ჟორდანია
“საქართველოს დამოუკიდებელი
რესპუბლიკის მესვეურთ
პირველივე დღიდანვე ორი დროშის
ერთგულება დაეკვებათ-
ეროვნულის და პარტიულის”.
ლ.სანიკიძე
“ჩემი
წარსული”
• ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფოებრივი ტრადიციები,ერთი მთლიანი ნაციონალური წყობილების ხსოვნა და
მოგონება.ეს მეცხრამეტე საუკუნიდან შეწყვეტილი ერთობა,ერთი სახელმწიფოებრივი შეგნება აღდგა
სრულიად სხვა პირობებში, აღდგა დემოკრატიის მეთაურობით და რასაკვირველია შეცდომებიც ჰქონოდა.
•ჩვენი სოციალიზმი უმთავრესად გამოიხატა აგრარულ რეფორმებში. ჩვენმა სოციალიზმმა ამ სფეროში მიიღო
სპეციალური ქართული ხასიათი. ჩამორთმეული სახნავ-სათესი მიწები გადავეცით გლეხობას კერძო
საკუთრებად,რაიცა ეწინააღმდეგებოდა სოციალისტურ დოქტრინას.
ჟორდანიას სიტყვა
დამფუძნებელ
კრებაზე
1920 წ.
• თქვენ ფიქრობთ, რომ რაკი მთავრობა
სოციალისტურია, მან უნდა განახორციელოს
სოციალიზმი, მაგრამ ეს ბოლშევიკთა მცდარი
თვალსაზრისია.სოციალ-დემოკრატები სხვა
შეხედულებისა ვართ. მიგვაჩნია,რომ განვითარების
კაპიტალისტურ სტადიას ვერ გადავახტებით.
ნაადრევად დაწყებული სოციალისტური მშნებლობის
ექსპერიმენტი არ მოგვიტანს სოციალურ
თავისუფლებას, არამედ სოციალურ რეაქციას,სახალხო
მეურნეობის მოშლას.
“ჩემი წარსული”
• განსაკუთრებით 1919 წელი იყო მეტად მწვავე წელი..ამ დროს აიშვა ყველა მტერი, შიგნით თურქოფილები
და ბოლშევიკები,გარეთ კი მოხალისეთა ჯარები. მოსკოვი,ოსმალეთი და თეთრი რუსები შეერთდნენ
ჩვენი ქვეყნის სიძულვილში. და დაქცევაში.ყველა ისინი თავს გვესხმოდნენ და ძირს
გვითხრიდნენ.სწორედ გასაკვირალია,რატომ ასე შეიძულეს პატარა ერი, პატარა ქვეყანა , რომელიც არავის
არას უშავებდა და მხოლოდ თავის მყუდროებას ეძებდა.
მღელვარე 1918-1921 წლები
“მეც სანოვაგეს ჩემი სახლიდან ვიღებდი.
ერთხელ ჩამომივიდა დედაჩემი
მრავალნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა
რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს,
შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი
სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო!
გამოდიოდა, რომ მე მას კი არ ვარჩენდი,
არამედ ის მე.ყველა გაჭირვებული
ვიყავით დაწყებული მაღალი
სფეროებიდან.ეს გათანასწორება
გაჭირვებაში მოქმედებდა მუშებზე და მას
იტანდნენ მოთმინებით”.
ნ.ჟორდანია
ინგლისელი
სოციალისტი
რ.მაკდონალდი:
“სოციალ-დემოკრატიულმა
მთავრობამ ის შეძლო, რაც
ევროპის სახელმწიფოთა
სოციალ-დემოკრატებმა ვერ
მოახერხეს. მათ
უკონფლიქტოდ გაატარეს
აგრარული რეფორმა,
სოციალური
კანონმდებლობა, მოხდა
ბუნებრივი სიმდიდრის
განსაზოგადოება, დიდი
მამულების და
საუფლისწულო მიწების
დაშლა-გაყიდვა,
თავისუფლება მიეცა კერძო
ინიციატივას.შენდება
დემოკრატიული
სახელმწიფო
სოციალისტური მთავრობის
ხელმძღვანელობით”.
1918-21 წლების მიღწევები
და წარმატებები:
კონსტიტუციის შემუშავება;
სახელმწიფლოებრივი
სიმბოლიკის შექმნა;
დამფუძნებელი კრების(ქართული
არჩეული პარლამენტის) მოწვევა;
ქართული ენის სახელმწიფო ენად
გამოცხადება;
ადგილობრივი ორგანოების
სამაზრო და სათემო ერობების
არჩევა;
აგრარული რეფორმა;
სასამართლო რეფორმა,
მონეტარული რეფორმა(ბონების
გამოშვება);
ეროვნული არმიისა და გვარდიის
შექმნა;
მოქალაქეთა დემოკრატიული
უფლებების დაცვა;
ეროვნული უმცირესობების
უფლებათა დაცვა;
საერთაშორისო ასპარეზზე
საქართველოს დე-ფაქტოდ და დე-
იურედ ცნობა ...
საქართველოს დამფუძნებელი კრება
(1919 წელი)
“ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ. ვიცი,
მტრები აყვირდებიან,იმპერიალისტებს
ემხრობაო. მირჩევნია დასავლეთის
იმპერიალისტები, აღმოსავლეთის
ფანატიკოსებს.”
აკაკი ჩხენკელი, 1920 წელი
სიძნელეები, იმედგაცრუებანი, პრობლემები ...
• 1914-1918 წლებში მძვინვარებდა პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრები
გამოიწვია: შედეგად მოიტანა ახალი მსოფლიო წესრიგი, ხელი შეუწყო რიგი იმპერიების, მათ შორის , რუსეთის იმპერიის
დაშლას. პოლიტიკურ არასტაბილურობას და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლს თან სდევდა ეკონომიკის მოშლა,
სოციალური სიდუხჭირე, რასაც ვერ უმკლავდებოდნენ მოწინავე ქვეყნები. ბუნებრივია, დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური
და სოციალური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებოდა საქართველოს ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელიც
საუკუნეზე მეტხანს იყო რუსეთის კოლონია, ტიპიური კოლონიური, განუვითარებელი ეკონომიკით;
• საქართველოს წინაშე იდგა სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური სტრუქტურების ჩამოყალიბების, ახლებური
სახელმწიფოებრივი წყობილების აშენების , საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მოპოვების და რეფორმების ჩატარების
პრობლემა;
• რთული იყო საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტის ქვეყნები მსოფლიოს
ახლებურ გადანაწილებას იწყებდნენ, საქართველო მათ ინტერესთა სფეროში იყო მოქცეული, კვლავ არსებობდა რუსეთის
იმპერიული ძალების მხრიდან რევანშის საფრთხე;
• საქართველოს უხდებოდა ასევე თეთრგვარდიელთა ჯარების, თურქეთის აგრესიის, ინგლისის მიერ ზურგგამაგრებული
სომხეთის შემოტევების მოგერიება, დემოკრატიული რესპუბლიკა ებრძოდა სეპარატისტულ ძალებს აფხაზეთში, სამხრეთ
ოსეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(სადაც პროთურქული ძალები ე.წ. “ყარსის რესპუბლიკის” დაარსებას
ცდილობდნენ), ხელისუფლების ამოცანა იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება;
• სახელმწიფოს დიდ პრობლემას უქმნიდა ე.წ.მეხუთე კოლონის არსებობა ბოლშევიკთა სახით, რომელნიც
ანტისახელწიფოებრივ ძალას და რუსეთის აგენტურას წარმოადგენდნენ საქართველოში. ისინი განსაკუთრებით
გააქტიურდნენ რუსეთთან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლითაც ყოფილმა მეტროპოლიამ
ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი ბოლშევიკებს ლეგალურად მოღვაწეობის საშუალება მიეცათ;
• სირთულეებს ქმნიდა სახელმწიფოში რეგულარული ჯარის მშენებლობაში დაშვებული შეცდომები, კორუფცია, საბიუჯეტო
თანხების ფლანგვა, არასწორი საკადრო პოლიტიკა. ცნობილია, რომ მნიშვნელოვან პოსტებზე მოხელეთა დანიშვნა
უმეტესად ხდებოდა არა კვალიფიკაციის, არამედ პარტიული ნიშნით;
• მენშევიკებისათვის რთული იყო პარტიული იდეოლოგიის ტვირთისაგან გათავისუფლების და ეროვნულ მოღვაწეებად
ტრანსფორმირების პროცესი;
• არასასურველი იყო ის დაპირისპირება, რაც არსებობდა ათეისტურად განწყობილ სოციალ-დემოკრატებსა და
მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის;
• სოციალ-დემოკრატებს აკრიტიკებდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ოპონენტები, რთული იყო “ოქროს შუალედის” მონახვა
საზოგადოებაში სამოქალაქო მშვიდობის და დემოკრატიის შესანარჩუნებლად;
• საქართველო ვერ გახდა ერთა ლიგის წევრი,რასაც 1921 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან აგრესია და ახალგაზრდა
სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა შედეგად....
გზა სულიერი კათარზისისაკენ
ნოე ჟორდანია- ბედის უკუღმართობით სამშობლოდან გადახვეწილი
პატრიოტი ემიგრაციაში
ემიგრაციაში დასრულდა ნოე ჟორდანიას სულიერი და მსოფლმხედველობრივი ოდისეა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მას ახასიათებდნენ, როგორც სამშობლოს მონატრებულ, ნოსტალგიურად
განწყობილ პატრიოტს, რომლისთვისაც ძვირფასი იყო ყოველივე, რაც საქართველოს უკავშირდებოდა.
ემიგრანტის ცრემლები:
ცნობილი ქართველი მოღვაწე მიხაკო წერეთელი იგონებდა:
“ნოე ჟორდანიას ღრმად უყვარდა თავისი ერი და მისი კულტურა. მახსოვს, ლევილში რომ ვიყავი, პატარა
გუნდმა მშენიერი გურული სიმღერები მოგვასმენინა. ნოეს გვერდში ვიჯექი და ვუსმენდი. მოხუცი აღელდა,
ხელის მოძრაობას აყოლებდა სიმღერებს და ეტყობოდა, თვითონაც გულში მღეროდა. როდესაც გუნდმა
სიმღერები გაათავა, ჟორდანიას ცრემლები წამოუვიდა.”
ემიგრანტის უკანასკნელი ნატვრა
ცნობილი ემიგრანტი მწერალი ქალი, თამარ
პაპავა წერდა:
”ნოე ჟორდანიას მორჩენის იმედი არ
ჰქონდა. გამოთხოვებისას მისუსტებული
ხმით გვითხრა:თქვენი ჭირიმეთ, არ
დაგავიწყდეთ!
სუდარად ჩვენი დროშა შემომახვიონ და
ისე ჩამიშვან საფლავში. მართალია
პატარა კაცი ვიყავი, მაგრამ მეც ამ
დროშისათვის ვიყავი წამოსული.
გთხოვთ მეც ის წამატანოთ თან”.
ეპიტაფია ნოე ჟორდანიას საფლავის
ქვაზე:
“ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი
ჭირისუფალი,
ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს
გავიხარო,
თუ საქართველო არ იქნება
თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი
სამყარო.”ნ.ჟორდანიას საფლავი ლევილში
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა :
ნ. ნ.ჟორდანია, რჩეული ნაწერები, თბ., 1990 წ.
ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990 წ.
ფარნაოზ ლომაშვილი, საქართველოს ისტორია, 9 კლასი, თბ., 2000 წ.
ალექსანდრე ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1916-1921
წ.წ.), თბ., 2001 წ.
სიმონ მასხარაშვილი, მატიანე ქართველთა, ელფის გამომც., 2006 წ.
ლევან სანიკიძე, “მესამე დასის” საქართველო, ნაკვეთი პირველი, თბ., 1986 წ.
თამარ პაპავა, გაბნეული საფლავები, თბ., 2006 წ.
http://www.babaduli.de/print.php?type=N&item_id=1491 დოკუმენტური ფილმი
“საუკუნის პორტრეტები-ნოე ჟორდანია”, 2009 წ.

Mais conteúdo relacionado

Mais procurados

ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაdemiraeliashvili
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიMaiaKukhianidze
 
როგორ დაარსდა თბილისი
როგორ დაარსდა თბილისიროგორ დაარსდა თბილისი
როგორ დაარსდა თბილისიmaia kobaidze
 
მარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტემარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტეirinagusha
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაninobelqania
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიmmchedlishvili
 
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალMaia Metreveli
 
ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანიNino Chkhetia
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42datiko43
 
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებიდავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებიgiulijafaridze
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"tamarkakachia
 
მეტალების კოროზია
მეტალების კოროზიამეტალების კოროზია
მეტალების კოროზიაingadatuashvili
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიMaia Esartia
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიmisstamo
 
თერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობათერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობაnana iremashvili
 
საქართველოს მდინარეები
საქართველოს მდინარეებისაქართველოს მდინარეები
საქართველოს მდინარეებიmakaafriamashvili
 
შუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentationშუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება PresentationNona Chabashvili
 

Mais procurados (20)

ბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღებაბახტრიონის აღება
ბახტრიონის აღება
 
უკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარიუკან მიდევნებული ლამპარი
უკან მიდევნებული ლამპარი
 
როგორ დაარსდა თბილისი
როგორ დაარსდა თბილისიროგორ დაარსდა თბილისი
როგორ დაარსდა თბილისი
 
მარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტემარადიული ეგვიპტე
მარადიული ეგვიპტე
 
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემაშოთა რუსთაველი და მისი პოემა
შოთა რუსთაველი და მისი პოემა
 
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალიერეკლე მეფე და ინგილო ქალი
ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
 
აკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdfაკაკი წერეთელი Pdf
აკაკი წერეთელი Pdf
 
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ
 
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფებაგრატ III  ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
ბაგრატ III ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
 
ლადო ასათიანი
ლადო ასათიანილადო ასათიანი
ლადო ასათიანი
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42
 
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებიდავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
დავასრულოთ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები
 
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
ნიკო ლორთქიფანიძე ,,შელოცვა რადიოთი"
 
მეტალების კოროზია
მეტალების კოროზიამეტალების კოროზია
მეტალების კოროზია
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
 
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილიუძღები შვილი ნანა ბზიშვილი
უძღები შვილი ნანა ბზიშვილი
 
თერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობათერგდალეულთა მოძრაობა
თერგდალეულთა მოძრაობა
 
მერანი
მერანიმერანი
მერანი
 
საქართველოს მდინარეები
საქართველოს მდინარეებისაქართველოს მდინარეები
საქართველოს მდინარეები
 
შუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentationშუშანიკის წამება Presentation
შუშანიკის წამება Presentation
 

Destaque

1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალიfiqria sidamonize
 
ფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალიფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალიMarika Pitiurishvili
 
XI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტებიXI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტებიmarika rekhviashvili
 
კარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობაკარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობაMarika Pitiurishvili
 
N 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაN 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაMarika Pitiurishvili
 
თამარ მეფე
თამარ მეფეთამარ მეფე
თამარ მეფეninonini1972
 
ქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრიაქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრიაMarika Pitiurishvili
 
მსოფლიო ისტორიის ტესტები
მსოფლიო ისტორიის ტესტებიმსოფლიო ისტორიის ტესტები
მსოფლიო ისტორიის ტესტებიmarika rekhviashvili
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიNino Akhalkatsi
 

Destaque (12)

1921 წლის 25 თებერვალი
1921 წლის  25 თებერვალი1921 წლის  25 თებერვალი
1921 წლის 25 თებერვალი
 
26 მაისი
26 მაისი26 მაისი
26 მაისი
 
საქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაციასაქართველოს ოკუპაცია
საქართველოს ოკუპაცია
 
ფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალიფარნავაზი-გორგასალი
ფარნავაზი-გორგასალი
 
XI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტებიXI კლასის ისტორიის ტესტები
XI კლასის ისტორიის ტესტები
 
კარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობაკარიკატურაში ასახული რეალობა
კარიკატურაში ასახული რეალობა
 
N 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზაN 2 აბრეშუმის გზა
N 2 აბრეშუმის გზა
 
თამარ მეფე
თამარ მეფეთამარ მეფე
თამარ მეფე
 
ქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრიაქვის ინდუსტრია
ქვის ინდუსტრია
 
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
 
მსოფლიო ისტორიის ტესტები
მსოფლიო ისტორიის ტესტებიმსოფლიო ისტორიის ტესტები
მსოფლიო ისტორიის ტესტები
 
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშიგონებრივი იერიში
გონებრივი იერიში
 

ნოე ჟორდანიას მსოფმხედველობა

  • 2. პროექტი-გაკვეთილი “ნოე ჟორდანიას მსოფლმხედველობა” ტარდება მას შემდეგ, რაც მე-9 კლასის მოსწავლეები გაივლიან საგაკვეთილო მასალას “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა”(თავი მე-13). გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე •იკვლევს სასქართველოში სოციალური ურთიერთობების ისტორიას; •აანალიზებს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენას ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე ; •მსჯელობს პიროვნების როლზე ისტორიაში განსავითარებელი უნარები: •დროსა და სივრცეში ორიენტირება; •ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია; •პოზიციის შემუსავება, კრიტიკა და დაცვა; •ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზე •შემოქმედებითი უნარების განვითარება; •კომუნიკაცია; •თანამშრომლობა; •კრიტიკული აზროვნების ; •ანალიზის უნარის გამომუშავება პროექტი-გაკვეთილი მზადდება სამი კვირის განმავლობაში. მას ექნება კონკურსის სახე. დაიგეგმა მოსამზადებელი სამუშაოები: კლასი წინასწარ დაიყო ჯგუფური მუშაობისათვის 4 ჯგუფად. ჯგუფებს მიეცათ დავალებად იმუშაონ საგაკვეთილო მასალაზე და მოიძიონ ინფორმაცია შემდეგ თემატიკაზე: 1) ნ.ჟორდანიას სამოღვაწეო ეპოქა; 2) ნ.ჟორდანიას ბიოგრაფია; 3) ნ.ჟორდანია მესამე დასისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის სათავეში; 4) ნ.ჟორდანიას დაპირისპირება ეროვნულ მოძრაობასთან და მის ლიდერ ი. ჭავჭავაძესთან; 5) ნ.ჟორდანიას მენტალიტეტის ევოლუცია კოსმოპოლიტიზმიდან ეროვნულ მსოფლმხედველობამდე; 6) ნ.ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში; 7) ნ.ჟორდანია ემიგრაციაში; 8) გაეცნონ ნ.ჟორდანიას პუბლიცისტურ წერილებს და მის პოლემიკას ოპონენტებთან. მოსწავლეებს დაუსახელდათ გამოსაყენებელი ლიტერატურა. ჯგუფებს საკონკურსოდ მიეცათ დავალება, შექმნან გაზეთები თემაზე: “საქართველი 1918-1921 წლებში”. მათ დაევალათ, შეეფასებინათ ნ.ჟორდანიას ღვაწლი და დაეწერათ ესე: “21-ე საუკუნის ახალგაზრდის წერილი ნ.ჟორდანიას”, სადაც გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ნ.ჟორდანიას მოღვაწეობისა და მსოფლმხედველობის მიმართ . კონკურსის ჩასატარებლად შეიქმნა ჟიური სკოლის ისტორიის პედაგოგებისა და კლასის ქართული ენის მასწავლებლის შემადგენლობით .
  • 3. “ნოე ჟორდანია საქართველოში საბჭოთაა ხელისუფლების დამყარებამდე ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მიმდინარეობის-სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო. მას მრავალი მიმდევარი და პატივისმცემელი, ასევე მტერი და მოძულე ჰყავდა. ნ. ჟორდანიას პოლიტიკურ ბიოგრაფიაში მაშინდელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებაა ასახული : ბედუკუღმართი, წინაამდეგობებით სავსე, ნატანჯი. თვითონაც არ იყო მთლიანი, ერთიანი. მისი ცხოვრება საქართველოსათვის მისი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი იდეების მორგების წარუმატებელი მცდელობა იყო. “ უშანგი სიდამონიძე ნოე ჟორდანიას აჩრდილთა სამეფოში შესვლით დასრულდა ერთი დიდი ეპოქა საქართველოს ცხოვრებისა, მაგრამ სახელი მისი საუკუნოდ დარჩება ქართველი ერის მეხსიერებაში. მიხეილ წერეთელი ნოე ჟორდანია ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის ლიდერი,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური
  • 4. ნოე ჟორდანია დაიბადა 1869 წლის 14 მარტს, ღარიბი გლეხის ოჯახში,გურიის სოფელ ლანჩხუთში.თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ 1891წელს სასწავლებლად გაემგზავრა ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში. სწორედ აქ გაეცნო ის მარქსიზმის იდეებს. პოლიტიკური მოღვაწეობა ნოე ჟორდანიამ დაიწყო მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. იყო საქართველოში პირველი სოციალისტური პოლიტიკური ჯგუფის-”მესამე დასის”ერთ-ერთი დამაარსებელი, ჟურნალ ”სოციალ- დემოკრატიის” დამფუძნებელი. შემდგომში თანამშრომლობდა ლეგალურ მენშევიკურ გაზეთებში: “ელვა”,ჩვენი სიტყვა“და სხვა. პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ფსევდონიმებით:კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე .... 1903 წელს რსდმპ II ყრილობაზე ნ.ჟორდანია მიემხრო მენშევიკებს, რის შემდეგაც იგი გახდა საქართველოსა და კავკასიის მენშევიკების ლიდერი.1906 წელს ის აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს წევრად წევრად,სადაც ჟორდანია სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას ხელმძღვანელობდა. ჟორდანია „კულტურულ-ეროვნული ავტონომიის“ შექმნის იდეას უჭერდა მხარს და მასში ხედავდა ეროვნული საკითხის გადაჭრის გზას. არ ცნობდა ერთა თვითგამორკვევისა და ეროვნული სახელმწიფოს შექმნის უფლებას. სოციალ-დემოკრატთა ლიდერი უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ამ მოძრაობის მეთაურებისა და საქართველოს ისტორიული წარსულის მიმართ. 1917წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჟორდანია თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ პერიოდში იგი მკვეთრად უპირისპირდებოდა ბოლშევიკებს. ნ.ჟორდანიამ, უარყოფითად აფასებდა რა ოქტომბრის რევოლუციას, დაიწყო ნაციონალიზმისაკენ გადახრა. 1917 წლის შემოდგომაზე,საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე იგი არჩეულ იქნა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ. ნ.ჟორდანია მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ფედერაციის ჩამოყალიბებას, ხოლო1918 წელს ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე. იმავე წლის 26 მაისს, გერმანიის მფარველობით, მან საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.1918 წ.24 ივლისიდან ნ.ჟორდანია გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე . 1918-1921 წლებში იყო დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მეთაური.მისი ხელმძღვანელობით გატარდა მრავალი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და საშინაო და საგარეო სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. 1921 წლის თებერვალ წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ , ჟორდანია და მისი მთავრობის წევრები საფრანგეთში პოლიტკურ ემიგრაციაში წავიდნენ. თავდაპირველად ჟორდანია ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ ლევილში, საიდანაც მონაწილეობდა საქართველოში 1924 წლის ამბოხების მომზადებაში. ჟორდანია წერდა წიგნებს, სადაც აკრიტიკებდა საბჭოთ კავშირს, როგოც ”იმპერიალიზმს რევოლუციის ნიღაბქვეშ”. 1968 წელს გამოქვეყნდა მისი მემუარული ნაშრომი ”ჩემი წარსული (მოგონებანი)”. ნ.ჟორდანია გარდაიცვალა 1953 წლის 11 იანვარს,დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.
  • 5. საქართველოში 1892-1893 წლებში ჩამოყალიბებულ სოციალ- დემოკრატიული მიმართულების ჯგუფს მესამე დასად მოიხსენიებენ(როგორც ცნობილია, ტერმინები -”პირველი”, “მეორე” და “მესამე დასი”დაამკვიდრა გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა გიორგი წერეთელმა) . მესამე დასელები შემოკრებილნი იყვნენ გაზეთ “კვალის” გარშემო, რომელიც მათ გ. წერეთელმა დაუთმო. თავდაპირველად ისინი მეორე დასის იდეური მემკვიდრეობის გამგრძელებლებად მოიაზრებოდნენ. მესამე დასი ევროპელი მარქსისტების გავლენას განიცდიდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველ მარქსისტთა ლიდერად ნოე ჟორდანია იქცა. 1903 წლიდან მესამე დასი რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას შეერწყა და რუსული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ნაწილად იქცა. მოგვიანებით რუსეთის სოციალ-დემოკრატია ორ- მენშევიკურ და ბოლშევიკურ მიმართულებებად გაიყო. მენშევიკური ფრთა საკუთარ დასაყრდენ ძალად პროლეტარიატს მიიჩნევდა და სოციალიზმის აშენებას ისახავდა მიზნად. იგი უპირისპირდებოდა რა რუსეთის ხელისუფლებას, ბოლშევიკებისაგან განსხვავებით, ნაკლებად რადიკალური მოთხოვნებით და ბრძოლის ზომიერი(ლეგალური) მეთოდებით გამოირჩეოდა. ბოლშევიკთა მსგავსად , მენშევიკებიც ეროვნულ იდეალებზე წინ სოციალურ საკითხებს აყენებდნენ, რითაც ქართულ ეროვნულ- გამათვისუფლებელ მოძრაობას უპირისპირდებოდნენ და ობიექტურად რუსეთის იმპერიის შენარჩუნებას უწყობდნენ ხელს. ქართველ სოციალ-დემოკრატ მენშევიკთა პარტიული ლიდერი და იდეური წინამძღოლი კვლავ ნოე ჟორდანია იყო. კავკასიის მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი წერდა: “თავადაზნაურობა, სამღვდელოება და ინტელიგენცია საქართველოში სეპარატისტულია. ერთადერთი საიმედო ძალა, რომელსაც შეიძლება რუსეთის ხელისუფლება დაეყრდნოს, ქართველი სოციალ-დემოკრატები არიან. მართალია, საშიში რევოლუციონერებია, მაგრამ სახელმწიფო ცენტრალიზმისა და რუსეთის მთლიანობის მომხრენი არიან.” ნოე ჟორდანია-მესამე დასისა და სოციალ- დემოკრატიული პარტიის სათავეში
  • 6. ნოე ჟორდანიას მრწამსი, რომელიც მას სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს ჩამოუყალიბდა : “მეფე ისეთივე გამოგონილი ავტორიტეტია, როგორც ღმერთი. ეს ორთავე ერთ დონეზე დავაყენე, ათეიზმი და რესპუბლიკანიზმი ერთიმეორის ტყუპად დავსახე.” ამონარიდი ნ.ჟორდანიას წერილიდან “ქართველი ხალხი და ნაციონალიზმი”: “არც ერთ ხალხს ისე ნაკლებად არ აინტერესებს ნაციონალური კითხვა, როგორადაც ქართველ ხალხს. მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, ნაციონალური მოძრაობა არაერთხელ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ეს იყო მოძრაობა ან თავადაზნაურობის, ან ინტელიგენციის, არასოდეს -ხალხის.” ქართული სოციალ-დემოკრატია პა- ტრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიდა, საქართველოს ავტონომიის მოთხოვნა კი ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად და რეაქციონერობად მიაჩნდა. “ქართველი მენშევიკებისათვის ქართველო- ბასა და მართლმადიდებლობაზე დიდ ღირე ბულებას რუსეთისა და მსოფლიო სოციალის ტური მოძრაობის ამოცანები და პარტიული ინტერესები წარმოადგენდა.” ს. მასხარაშვილი ცნობილი სოციალ-დემოკრატი ირაკლი წერეთელი ამბობდა:”აწმყო გველივით გვე- ზიზღება, წარსული ჭირივით გვეჯავრება. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს გაცვეთილი პა- ტრიოტიზმი და სამშობლოსა და ქართული ენის შესახებ ყვირილი,ჩვენი იდეალია საკა ცობრიო იდეალი.”
  • 7. კოსმოპოლიტიზმსა (“უარმყოფლობას”) და ეროვნულ მოძრაობას შორის დაპირისპირება ქართველი პატრიოტებისათვის მიუღებელი იყო ის ნიჰილიზმი, რასაც ნოე ჟორდანია და მისი თანამოაზრე სოციალ-დემოკრატები იჩენდნენ ეროვნული საკითხის მიმართ. ნ. ჟორდანიას ნაციონალიზმი მიაჩნდა ანტიხალხურ მოვლენად, თავადაზნაურთა იდეოლოგიად. სოციალ-დემოკრატებს თავი მოჰქონდათ ინტერნაციონალისტებად და ახასიათებდათ აგდებული დამოკიდებულება ყოველივე ტრადიციულისა და ეროვნულის მიმართ. ქადაგებდნენ რა კლასობრივ ბრძოლას, მათთვის მიუღებელი იყო ილია ჭავჭავაძის მიერ შემოთავაზებული “საერთო ნიადაგის” თეორია. აკაკი წერეთელი მესამედასელებს “გუგულა მამულიშვილებს “ეძახდა- ”ჩვენთან რომ კაკანებენ და სხვასთან კვერცხს დებენ.” “მესამე დასმა შეიტანა ხალხში დამახინჯებული კოსმოპოლიტიზმი ერთობის სახელით,მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ.” ვაჟა-ფშაველა აი , რას წერდა დიდი ილია ნ.ჟორდანიას შესახებ: “ქვეყნის აშენებას გვიქადის ბ-ნი ნოე ჟორდანია და მისნი ამხანაგნი. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის: “მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ძირს იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ნოე ჟორდანია და მისი კამპანია და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღარ დამდებენ, არ დავემდურები”-ასე აკრიტიკებდა ილია ნ.ჟორდანიასა და მის თანამოაზრეთა უტოპიურ-სოციალისტურ და კოსმოპოლიტურ ნააზრევს. ნოე ჟორდანიამ ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან ერთი თვის თავზე გაზეთში “ჩვენი გზა” გამოაქვეყნა წერილი, სადაც რევოლუციის სახელით გაამართლა ილიას მკვლელობა და ეს ტერორისტული აქტი შეაფასა, როგორც კლასობრივი ბრძოლის ნიადაგზე ჩადენილ რევოლუციური კანონზომიერება:”სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივაო”-წერდა ჟორდანია. ი.ჭავჭავაძესა და ჟორდანიას შორის დაპირისპირება იყო ეროვნულ და კოსმოპოლიტურ იდეოლოგიებს შორის მიმდინარე ბრძოლის გამოვლინება.
  • 8. ნ. ჟორდანიამ რთული გზა განვლო იდეური ფერისცვალების გზაზე. მისი პოლიტიკური პოზიციების ცვალებადობის გამო თანამედროვეები ხშირად სვამდნენ კითხვას: ვინ არის ჟორდანია- პოლიტიკური რეალისტი თუ მედროვე? თურმე თანამედროვეები ნ.ჟორდანიას “თუს” და “ვაი თუს” კაცს ეძახდნენ იმის გამო, რომ მას არ ახასიათებდა რისკის გაწევა, რადიკალური მოქმედებები.იგი იყო ფრთხილი, მოქნილი პოლიტიკოსი. ქართველი მენშევიკები გამოირჩეოდნენ ეროვნული საკითხის მიმართ მოქნილობით. მათმა მრწამსმა ეროვნულ საკითხში განიცადა ევოლუცია კოსმოპოლიტიზმიდან ეროვნულ მსოფლმხედველობამდე. თუ1905-07 წ.წ. რევოლუციის დროს მენშევიკები და მათი ლიდერი ნ. ჟორდანია კულტურული ავტონომიის მოთხოვნით კმაყოფილდებოდნენ, პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან იწყება მათი მსოფლმხედველობის მეტამორფოზა. უკვე 1917 წელს, რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ისინი მივიდნენ საქართველოსა და კავკასიისათვის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მოთხოვნამდე. 1918 წლის მაისიდან კი სოციალ-დემოკრატები და მათი იდეური წინამძღოლი-ნ.ჟორდანია ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მესაჭეებად მოგვევლინნენ. პოლიტიკური რეალისტი თუ მედროვე პოლიტიკოსი? ჯერ კიდევ 1907 წელს იწინასწარმეტყველა ცნობილმა პედაგოგმა და ფილოლოგმა სილოვან ხუნდაძემ კონიუნქტურულ საფუძველზე მენშევიკთა პოლიტიკური მეტამორფოზის შესაძლებლობის შესახებ: “იცოცხლეთ, მკითხველო და მალე დაინახავთ, რომ სოციალ-დემოკრატები საქართველოს ავტონომიის საფუძვლიანობას აღიარებენ, იმ ავტონომიისა, რომელიც მათ დღეს ასე საშინლად ეჯავრებათ და მერე ტურებივით აკივლდებიან:”ვინ დაგვწამა ცილი? ჩვენ ყოველთვის საქართველოს ავტონომიის მომხრე ვიყავითო! დიახ, სოცია- დემოკრატებს არც თქმისა რცხვენიათ და არც გადათქმისა!” “როგორც იდეური ბელადი, ჟორდანია, რასაკვირველია, წინ უსწრებს თავის პარტიულ ლაშქარს, მაგრამ მისი პირადი ევოლუცია არსებითად მთელი ქართული სოციალ-დემოკრატიის ევოლუციაა”. გერონტი ქიქოძე
  • 9. 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომს და 1917 წელს რუსეთში მომხდარ ორ რევოლუციას აღნიშნული იმპერიის დაშლა მოჰყვა შედეგად. საქართველოში , 1917 წლის შემოდგომაზე შეიქმნა ეროვნული საბჭო ,რომლის ხელმძღვანელობაც ნ.ჟორდანიას დაეკისრა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში, ერთი თვის წინ შექმნილი ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა, საღამოს კი ნოე ჟორდანიამ წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელობა “იშვა 26 მაისი. იშვა ერთიანი ქართველი ხალხი”-ნ.ჟორდანია საქართველოს ეროვნული საბჭო, დღეს აცხადებს: 1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. 4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. 5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. 7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
  • 10. გაზეთი "ერთობა" წერდა: "ზარბაზნების დგანდგარში და ტყვიის ზუზუნში მოუხდა დამფუძნებელ კრების დაწყებული საშვილიშვილო საქმის დამთავრება... დღეს საქართველოს აქვს თავის კონსტიტუცია, თავის პოლიტიკური სახე, რომლითაც იგი თამამად და ამაყად წარდგება მსოფლიოს წინაშე". დიდება ზეცით კურთხეულს! დიდება ქვეყნად სამოთხეს! ტურფა ივერსა, დიდება ძმობას, ერთობას! დიდება თავისუფლებას! დიდება სამარადისო ქართველ მხნე ერსა! დიდება ჩვენსა სამშობლოს! დიდება ჩვენი სიცოცხლის მიზანს დიადსა! "ვაშა!" ტრფობასა, სიყვარულს, "ვაშა!" შვებასა, სიხარულს, "სალამი!" ჭეშმარიტების, შუქ - განთიადსა. ჰიმნი “დიდება” საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  • 11. “კანონიერად შედგენილი მთავრობა ერის მთავრობაა - ეს ასეა ყოველგან. ჩვენში კი ეს დიდი საქმე დაუკავშირეს პიროვნებას”. ნ.ჟორდანია 1918-1921 წლებში ნ.ჟორდანიას ეკავა დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის პოსტი.მისი ხელმძღვანელობით გატარდა მრავალი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობისა და საშინაო და საგარეო სუვერენიტეტის გასაძლიერებლად: განხორციელდა აგრარული რეფორმა, შემოღებულ იქნა 8 საათიანი სამუშაო დღე, შეიქმნა დემოკრატიული ტიპის კონსტიტუცია, ჯარი,მიღებულ იქნა მთელი რიგი კანონები, ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელი კრება, ხდებოდა სახელმწიფო ორგანოების ნაციონალიზაცია(გაეროვნულება) და ა.შ. ნოე ჟორდანია ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპარატისტულ ტენდენციების გამოვლინებას საქართველოში. მისი მცდელობით, დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველომ მიაღწია საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას. “საქართველო გადაიქცა ირგვლივ ანთებული კოცონის ზღვაში იმ მშვიდ და აწყობილ კუნძულად, სადაც პოულობენ უშიშროებას და მყუდროებას ყველა დევნილები. ამ ტრაგიკულს ხანაში ქართველმა ხალხმა დიდებულად ჩააბარა ისტორიული გამოცდა”. ნ.ჟორდანია “საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მესვეურთ პირველივე დღიდანვე ორი დროშის ერთგულება დაეკვებათ- ეროვნულის და პარტიულის”. ლ.სანიკიძე
  • 12. “ჩემი წარსული” • ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფოებრივი ტრადიციები,ერთი მთლიანი ნაციონალური წყობილების ხსოვნა და მოგონება.ეს მეცხრამეტე საუკუნიდან შეწყვეტილი ერთობა,ერთი სახელმწიფოებრივი შეგნება აღდგა სრულიად სხვა პირობებში, აღდგა დემოკრატიის მეთაურობით და რასაკვირველია შეცდომებიც ჰქონოდა. •ჩვენი სოციალიზმი უმთავრესად გამოიხატა აგრარულ რეფორმებში. ჩვენმა სოციალიზმმა ამ სფეროში მიიღო სპეციალური ქართული ხასიათი. ჩამორთმეული სახნავ-სათესი მიწები გადავეცით გლეხობას კერძო საკუთრებად,რაიცა ეწინააღმდეგებოდა სოციალისტურ დოქტრინას. ჟორდანიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაზე 1920 წ. • თქვენ ფიქრობთ, რომ რაკი მთავრობა სოციალისტურია, მან უნდა განახორციელოს სოციალიზმი, მაგრამ ეს ბოლშევიკთა მცდარი თვალსაზრისია.სოციალ-დემოკრატები სხვა შეხედულებისა ვართ. მიგვაჩნია,რომ განვითარების კაპიტალისტურ სტადიას ვერ გადავახტებით. ნაადრევად დაწყებული სოციალისტური მშნებლობის ექსპერიმენტი არ მოგვიტანს სოციალურ თავისუფლებას, არამედ სოციალურ რეაქციას,სახალხო მეურნეობის მოშლას. “ჩემი წარსული” • განსაკუთრებით 1919 წელი იყო მეტად მწვავე წელი..ამ დროს აიშვა ყველა მტერი, შიგნით თურქოფილები და ბოლშევიკები,გარეთ კი მოხალისეთა ჯარები. მოსკოვი,ოსმალეთი და თეთრი რუსები შეერთდნენ ჩვენი ქვეყნის სიძულვილში. და დაქცევაში.ყველა ისინი თავს გვესხმოდნენ და ძირს გვითხრიდნენ.სწორედ გასაკვირალია,რატომ ასე შეიძულეს პატარა ერი, პატარა ქვეყანა , რომელიც არავის არას უშავებდა და მხოლოდ თავის მყუდროებას ეძებდა. მღელვარე 1918-1921 წლები “მეც სანოვაგეს ჩემი სახლიდან ვიღებდი. ერთხელ ჩამომივიდა დედაჩემი მრავალნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს, შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო! გამოდიოდა, რომ მე მას კი არ ვარჩენდი, არამედ ის მე.ყველა გაჭირვებული ვიყავით დაწყებული მაღალი სფეროებიდან.ეს გათანასწორება გაჭირვებაში მოქმედებდა მუშებზე და მას იტანდნენ მოთმინებით”. ნ.ჟორდანია
  • 13. ინგლისელი სოციალისტი რ.მაკდონალდი: “სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ის შეძლო, რაც ევროპის სახელმწიფოთა სოციალ-დემოკრატებმა ვერ მოახერხეს. მათ უკონფლიქტოდ გაატარეს აგრარული რეფორმა, სოციალური კანონმდებლობა, მოხდა ბუნებრივი სიმდიდრის განსაზოგადოება, დიდი მამულების და საუფლისწულო მიწების დაშლა-გაყიდვა, თავისუფლება მიეცა კერძო ინიციატივას.შენდება დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით”. 1918-21 წლების მიღწევები და წარმატებები: კონსტიტუციის შემუშავება; სახელმწიფლოებრივი სიმბოლიკის შექმნა; დამფუძნებელი კრების(ქართული არჩეული პარლამენტის) მოწვევა; ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება; ადგილობრივი ორგანოების სამაზრო და სათემო ერობების არჩევა; აგრარული რეფორმა; სასამართლო რეფორმა, მონეტარული რეფორმა(ბონების გამოშვება); ეროვნული არმიისა და გვარდიის შექმნა; მოქალაქეთა დემოკრატიული უფლებების დაცვა; ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვა; საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დე-ფაქტოდ და დე- იურედ ცნობა ... საქართველოს დამფუძნებელი კრება (1919 წელი) “ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან,იმპერიალისტებს ემხრობაო. მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები, აღმოსავლეთის ფანატიკოსებს.” აკაკი ჩხენკელი, 1920 წელი
  • 14. სიძნელეები, იმედგაცრუებანი, პრობლემები ... • 1914-1918 წლებში მძვინვარებდა პირველი მსოფლიო ომი, რომელმაც დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრები გამოიწვია: შედეგად მოიტანა ახალი მსოფლიო წესრიგი, ხელი შეუწყო რიგი იმპერიების, მათ შორის , რუსეთის იმპერიის დაშლას. პოლიტიკურ არასტაბილურობას და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლს თან სდევდა ეკონომიკის მოშლა, სოციალური სიდუხჭირე, რასაც ვერ უმკლავდებოდნენ მოწინავე ქვეყნები. ბუნებრივია, დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებოდა საქართველოს ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რომელიც საუკუნეზე მეტხანს იყო რუსეთის კოლონია, ტიპიური კოლონიური, განუვითარებელი ეკონომიკით; • საქართველოს წინაშე იდგა სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური სტრუქტურების ჩამოყალიბების, ახლებური სახელმწიფოებრივი წყობილების აშენების , საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების მოპოვების და რეფორმების ჩატარების პრობლემა; • რთული იყო საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტის ქვეყნები მსოფლიოს ახლებურ გადანაწილებას იწყებდნენ, საქართველო მათ ინტერესთა სფეროში იყო მოქცეული, კვლავ არსებობდა რუსეთის იმპერიული ძალების მხრიდან რევანშის საფრთხე; • საქართველოს უხდებოდა ასევე თეთრგვარდიელთა ჯარების, თურქეთის აგრესიის, ინგლისის მიერ ზურგგამაგრებული სომხეთის შემოტევების მოგერიება, დემოკრატიული რესპუბლიკა ებრძოდა სეპარატისტულ ძალებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში(სადაც პროთურქული ძალები ე.წ. “ყარსის რესპუბლიკის” დაარსებას ცდილობდნენ), ხელისუფლების ამოცანა იყო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება; • სახელმწიფოს დიდ პრობლემას უქმნიდა ე.წ.მეხუთე კოლონის არსებობა ბოლშევიკთა სახით, რომელნიც ანტისახელწიფოებრივ ძალას და რუსეთის აგენტურას წარმოადგენდნენ საქართველოში. ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთთან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლითაც ყოფილმა მეტროპოლიამ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი ბოლშევიკებს ლეგალურად მოღვაწეობის საშუალება მიეცათ; • სირთულეებს ქმნიდა სახელმწიფოში რეგულარული ჯარის მშენებლობაში დაშვებული შეცდომები, კორუფცია, საბიუჯეტო თანხების ფლანგვა, არასწორი საკადრო პოლიტიკა. ცნობილია, რომ მნიშვნელოვან პოსტებზე მოხელეთა დანიშვნა უმეტესად ხდებოდა არა კვალიფიკაციის, არამედ პარტიული ნიშნით; • მენშევიკებისათვის რთული იყო პარტიული იდეოლოგიის ტვირთისაგან გათავისუფლების და ეროვნულ მოღვაწეებად ტრანსფორმირების პროცესი; • არასასურველი იყო ის დაპირისპირება, რაც არსებობდა ათეისტურად განწყობილ სოციალ-დემოკრატებსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის; • სოციალ-დემოკრატებს აკრიტიკებდნენ მემარჯვენე და მემარცხენე ოპონენტები, რთული იყო “ოქროს შუალედის” მონახვა საზოგადოებაში სამოქალაქო მშვიდობის და დემოკრატიის შესანარჩუნებლად; • საქართველო ვერ გახდა ერთა ლიგის წევრი,რასაც 1921 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან აგრესია და ახალგაზრდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა შედეგად....
  • 15. გზა სულიერი კათარზისისაკენ ნოე ჟორდანია- ბედის უკუღმართობით სამშობლოდან გადახვეწილი პატრიოტი ემიგრაციაში ემიგრაციაში დასრულდა ნოე ჟორდანიას სულიერი და მსოფლმხედველობრივი ოდისეა. სიცოცხლის ბოლო წლებში მას ახასიათებდნენ, როგორც სამშობლოს მონატრებულ, ნოსტალგიურად განწყობილ პატრიოტს, რომლისთვისაც ძვირფასი იყო ყოველივე, რაც საქართველოს უკავშირდებოდა. ემიგრანტის ცრემლები: ცნობილი ქართველი მოღვაწე მიხაკო წერეთელი იგონებდა: “ნოე ჟორდანიას ღრმად უყვარდა თავისი ერი და მისი კულტურა. მახსოვს, ლევილში რომ ვიყავი, პატარა გუნდმა მშენიერი გურული სიმღერები მოგვასმენინა. ნოეს გვერდში ვიჯექი და ვუსმენდი. მოხუცი აღელდა, ხელის მოძრაობას აყოლებდა სიმღერებს და ეტყობოდა, თვითონაც გულში მღეროდა. როდესაც გუნდმა სიმღერები გაათავა, ჟორდანიას ცრემლები წამოუვიდა.” ემიგრანტის უკანასკნელი ნატვრა ცნობილი ემიგრანტი მწერალი ქალი, თამარ პაპავა წერდა: ”ნოე ჟორდანიას მორჩენის იმედი არ ჰქონდა. გამოთხოვებისას მისუსტებული ხმით გვითხრა:თქვენი ჭირიმეთ, არ დაგავიწყდეთ! სუდარად ჩვენი დროშა შემომახვიონ და ისე ჩამიშვან საფლავში. მართალია პატარა კაცი ვიყავი, მაგრამ მეც ამ დროშისათვის ვიყავი წამოსული. გთხოვთ მეც ის წამატანოთ თან”. ეპიტაფია ნოე ჟორდანიას საფლავის ქვაზე: “ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო, თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო.”ნ.ჟორდანიას საფლავი ლევილში
  • 16. გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა : ნ. ნ.ჟორდანია, რჩეული ნაწერები, თბ., 1990 წ. ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990 წ. ფარნაოზ ლომაშვილი, საქართველოს ისტორია, 9 კლასი, თბ., 2000 წ. ალექსანდრე ბენდიანიშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1916-1921 წ.წ.), თბ., 2001 წ. სიმონ მასხარაშვილი, მატიანე ქართველთა, ელფის გამომც., 2006 წ. ლევან სანიკიძე, “მესამე დასის” საქართველო, ნაკვეთი პირველი, თბ., 1986 წ. თამარ პაპავა, გაბნეული საფლავები, თბ., 2006 წ. http://www.babaduli.de/print.php?type=N&item_id=1491 დოკუმენტური ფილმი “საუკუნის პორტრეტები-ნოე ჟორდანია”, 2009 წ.